აღმოაჩინეთ ევროპის ინტელექტუალური და კულტურული ცენტრი 6-დღიანი ინტენსიური ტურის ფარგლებში. ეს ტური მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს საფუძვლიანად გაეცნოს თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას და ევროპულ მემკვიდრეობას.
CERN (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია): ვიზიტი მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ჰაბში, სადაც მდებარეობს დიდი ადრონული კოლაიდერი და “მიკროკოსმოსის” მუზეუმი.
საათების მუზეუმი (Patek Philippe Museum): შვეიცარიული საათების წარმოების 500-წლიანი ისტორია და უიშვიათესი მექანიზმები.
მეცნიერების ისტორიის მუზეუმი: ჟენევა, როგორც სამეცნიერო პროგრესის ისტორიული ცენტრი.
გაეროს ევროპული შტაბ-ბინა (Palais des Nations): გაეცანობით კონფლიქტების მართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მუზეუმი: ექსპოზიცია “ჰუმანიტარული თავგადასავალი” – გლობალური კრიზისების მართვის შესახებ.
ანესი – “ალპების ვენეცია”: გასეირნება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტბის პირას და ეკოლოგიური მდგრადობის ევროპული სტანდარტების გაცნობა.
რა შედის ღირებულებაში?
ტრანსპორტირება: აეროპორტის ტრანსფერი და მგზავრობა შვეიცარიასა და საფრანგეთში.
განთავსება: ორადგილიანი ნომერი და საუზმე.
საგანმანათლებლო პროგრამა: ყველა ჩამოთვლილი მუზეუმისა და ორგანიზაციებში ვიზიტი
უსაფრთხოება და ზედამხედველობა: 24/7 სუპერვიზირება და ორგანიზატორების თანხლება მთელი ტურის განმავლობაში.
ავიაბილეთები: საერთაშორისო ავიაბილეთების ღირებულება.
კვება: სადილი და ვახშამი.
6 დღე
12-15
აირჩიეთ ტურის სასურველი თარიღი:
ადგილები თითოეულ ჯგუფში შეზღუდულია
© 2026 cityclc.org