ბლოგი
ელენე წულაია - "City"-ს დამფუძნებელი
როგორ გაჩნდა "City"-ს შექმნის იდეა და რა იყო მთავარი გამოწვევა?
„City“-ს შექმნის იდეა გაჩნდა მრავალწლიანი სწავლების გამოცდილებიდან. წლების განმავლობაში ვხედავდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ინგლისური ენის სწავლა სურდა, მაგრამ ხშირად მათთვის პროცესი რთული, მოსაწყენი და არაეფექტური გამოცდილება იყო. სწორედ ამიტომ შევქმენი სივრცე, სადაც სწავლა არ არის მხოლოდ აკადემიური, არამედ მოტივაციის, განვითარების და თვითრწმენის გაძლიერების პროცესი.
მთავარი გამოწვევა თავიდან იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ხარისხიანი, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებული.
რა არის თქვენი მთავარი „რატომ“? რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ინგლისური ენის სწავლების სფეროში საქმიანობა?
ინგლისური ენა დღეს მხოლოდ საგანი აღარ არის — ეს არის შესაძლებლობა მიიღო ხარისხიანი განათლება, განვითარდე საერთაშორისო სივრცეში, მიიღო სტიპენდია, იმოგზაურო, ან უბრალოდ გახდე უფრო თავდაჯერებული.
ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორი განათლება ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, როდესაც სტუდენტში ვხედავ პროგრესს, თავდაჯერებულობას და იმ განცდას, რომ მას უფრო დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია.
რით განსხვავდება „City“-ს მიდგომა ენის სწავლების სტანდარტული მეთოდებისგან?
„City“-ში ჩვენ მხოლოდ თეორიული მასალის სწავლებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტმა ინგლისური რეალურად გამოიყენოს კომუნიკაციაში, აზროვნებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი პროგრამები აგებულია პრაქტიკაზე, თანამედროვე მეთოდებზე და ფსიქოლოგიურად კომფორტულ გარემოზე. ასევე, როგორც პროგრამებისა და წიგნების ავტორ-შემდგენელი, ყოველთვის ვცდილობ სასწავლო პროცესი იყოს მაქსიმალურად გასაგები, სტრუქტურირებული და სტუდენტზე მორგებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მასწავლებლების გადამზადებასაც, რადგან ვფიქრობ, რომ ძლიერი განათლების საფუძველი ძლიერი მასწავლებელია.
თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური გაკვეთილი?
იდეალური გაკვეთილი ისაა, სადაც მოსწავლე თავს თავისუფლად გრძნობს და არ ეშინია შეცდომების. ჩემთვის გაკვეთილი ცოცხალი პროცესია, ინტერაქციული, ენერგიული და პრაქტიკაზე დაფუძნებული.
ჩემთვის კარგი გაკვეთილი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის — ეს არის პროცესი, სადაც სტუდენტი ერთდროულად სწავლობს, ფიქრობს, საუბრობს და საკუთარ პროგრესს რეალურად გრძნობს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური გარემო, რადგან მოტივაცია და მხარდაჭერა სწავლის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს.
როგორი გარემოს შექმნას ცდილობთ "City"-ში?
"City" არის სივრცე, სადაც კითხვების დასმა წახალისებულია, ხოლო შეცდომა გამოცდილება. გარემო სადაც სწავლობ თავისუფლად, ვითარდები ეტაპობრივად და აღწევ მეტს!“
“City“-ში სწავლობენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები. სასწავლო პროცესი თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მიზნებზე და ინტერესებზეა მორგებული.
და ბოლოს რამდენიმე სიტყვით - რატომ "City"?
„City“ ჩვენთვის უბრალოდ სასწავლო ცენტრის სახელი არ არის. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს განათლებას, განვითარებას, მრავალ შესაძლებლობას და თანამედროვე ხედვას.
ქალაქის მსგავსად, „City“-შიც ერთმანეთს ხვდებიან განსხვავებული ადამიანები, იდეები და მიზნები — და სწორედ ეს ქმნის ზრდისა და განვითარების განსაკუთრებულ გარემოს.